კორონავირუსი
იმერეთში სამმა ადამიანმა საკარანტინო სივრცე დატოვა, 35 –მა კი თვითიზოლაცია დაასრულა
FaceBook
იმერეთში საკარანტინო სივრცე სამმა ადამიანმა დატოვა  – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგაძემ განაცხადა.

გოჩა გიორგაძის თქმით, იმერეთში 35 მოქალაქეს თვითიზოლაციის ვადა ამოეწურა, ხოლო სამმა საკარანტინო სივრცე დატოვა.

'' საკარანტინო სივრცეებიდან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში დღეს არავინ გადაუყვანიათ, იმერეთის რეგიონში შიდაგავრცელება არ დაფიქსირებულა, ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევა ესპანეთში მოგზაურობის ისტორიით''-, აცხადებს გოჩა გიორგიძე

გიორგიძის ინფორმაციით, ხარაგაულში ჩინურ კომპანიაში დასაქმებული მარნეულის მცხოვრებლების თვითიზოლაციას კომპანია აკონტროლებს, თერჯოლაში სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა თვითიზოლაციას კი, თვალყურს ადგილობრივი ხელისუფლება ადევნებს.

ამ დროისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში 465 ადამიანია, კარანტინში – 383. აქედან 220 – საირმეში, 14 – წყალტუბოს ყოფილ სამხედრო სანატორიუმში, სასტუმრო "პლაზაში" – 93, საჩხერეში – 56, მათგან 30 მარნეულიდან, გზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მოქალაქეები არიან.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 77 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 10 პაციენტი გამოჯამრთელდა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4343, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247 ადამიანი.
Print