კორონავირუსი
ტყიბულის სამკერვალოში მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებს კერავენ
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სამკერვალო ქარხანაში, 60 ტყიბულელი ქალი პირბადეებს ინტენსიურ რეჟიმში კერავს.


"
ფაბრიკაში შეუჩერებლად მუშაობენ რათა ხვალ  დილამდე მოხერხდეს შეკვეთის დასრულება. მათ უმრავლესობას, ოჯახში მცირეწლოვანი შვილები და ოჯახის წევრები ელოდებიან,

თუმცა, სრული მობილიზაციით ცდილობენ საკუთარი წვლილი შეიტანონ COVID-19-თან ბრძოლის პროცესში," - აცხადებენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ცნობით,  26 მარტს  ტყიბულის სამკერვალო ფაბრიკაში მრავალჯერადი გამოყენების 8 000 პირბადე იქნება მზად. 

ადგილობრივი პირბადეების წარმოება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დავალებით დაიწყო. 


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავას თქმით, ადგილობრივი წარმოების პირბადეების პირველი პარტია იქნება გადანაწილებული სახელწიფოს მიერ იმ მოხელეთა კატეგორიებზე, ვისაც აქვს ყველაზე დიდი შეხება რისკის მატარებელ ჯგუფებთან.

ხოლო ამის შემდეგ პრიორიტეტში იქნება ის ბიზნესები , სადაც ასევე დასაქმებული ადამანები არიან გარკვეული მაღალი რისკის ქვეშ.

,,შემდეგ რა თქმა უნდა კომრციულ სექტორში გავა პირბადეები, ოღონდ ფასის კონტროლით“- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

Print