კორონავირუსი
პენსიის რიგი ქუთაისში
FaceBook

ქუთაისში პენსიონერებს პენსიის ასაღებად რიგში უწევთ დგომა.


რიგებია არამხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებთან და ბანკომატებთან, არამედ ექსპრეს –მანქანებთანაც. ფოტოზე, რომელიც ქალაქის ცენტრშია გადაღებული, ჩანს, რომ მოქალაქეებს შორის სოციალური დისტანცია დაცული არ არის
.

"ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით გარკვეული რეგულაციები უკვე შეიმუშავეს, თუმცა, მოქალაქეების ნაწილს თანხის მისაღებად მაინც ადგილზე მისვლა ურჩევნია.


„პენსიონერების გარკვეულ რაოდენობას დარიცხვისთანავე დავუბლოკეთ თანხა და მათი გატანის დრო გადავანაწილეთ საათობრივად, რომ რიგები აგვერიდებინა თავიდან. ამის შესახებ ვაცნობეთ ტექსტური შეტყობინებითაც. გარდა ამისა, საპენსიო ბარათების კოდებს, რომლებსაც მხოლოდ ერთწლიანი ვადა აქვს, დრო ავტომატურად გავუხანგრძლივეთ, რომ პენსიონერებს ახალი კოდის მისაღებად ფილიალში მისვლა არ დასჭირდეთ. ამ რეგულაციების მიუხედავად, სამწუხაროდ, ნაწილი მაინც ადგილზე მისვლას ამჯობინებს", – აცხადებენ ბანკში.


ასაკობრივი პენსიის აღება 24 მარტიდანაა  შესაძლებელი.

Print