კორონავირუსი
იმერეთში ჯერჯერობით სწრაფ ტესტებს არ გამოიყენებენ
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის თქმით, იმერეთში ჯერჯერობით სწრაფი ტესტების აუცილებლობა არ არის.

გოჩა გიორგაძის თქმით, სწრაფი ტესტები პირველ რიგში მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს მოხმარდება.

''სწრაფი ტესტების გამოყენების აუცილებლობა ჯერ–ჯერობით ჩვენთან არ არის. ბოლნისსა და მარნეულში გამოიყენებენ პირველ რიგში", – განაცხადა გოჩა გიორგაძემ.

მისივე თქმით, დღეის მონაცემებით 131 ბიოლოგიური ნიმუში შემოწდა და აქედან, მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი. პაციენტს, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა, ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის ამჟამად საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.


გიორგაძის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 8 ბიოლოგიური ნიმუში შემოწმდა და ყველას პასუხი უარყოფითია.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის საჩხერეში 58 მოქალაქეა, აქედან 30 მარნეულის მკვიდრია. საირმეში 218, წყალტუბო პლაზაში 93, წყალტუბოს ყოფილი სამხედრო სანატორიუმიდან გაეწერა 85 პირი გუშინ და დარჩა 16 მოქალაქე, ასევე თვითიზოლაციაში იმყოფებიან თერჯოლასა და ხარაგაულში დასაქმებული მარნეულის მცხოვრებლები. 26 ადამიანია ხარაგაულში, 28 კი თერჯოლაში.

საქართველოში დღეის მონაცემენით COVID-19-ის 73 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 10 გამოჯამრთელებული პაციენტია, კარნტინის რეჟიმში იმყოფება 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 ადამიანი.
Print