ახალი ამბები
"ტესტები საკმარისი გვაქვს" - იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი
FaceBook
იმერეთში კორონავირუსის დასადგენი ტესტები დეფიციტი არ არის.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუმარტა. 

მისივე თქმით, დღეის მონაცემებით 123 ტესტი შემოწმდა და აქედან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი. პაციენტს, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა, ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის ამჟამად საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.

"მიმდინარეობს ნიმუშების აღება ჩვენს ცენტრში. დღის ბოლომდე კიდევ სამი პაციენტის ტესტის პასუხებს ველოდებით", - ამბობს გოჩა გიორგიძე.

გიორგაძის ინფორმაციით, იმერეთში თვითიზოლაციაში 380-მდე პირი იმყოფება, თუმცა ეს ციფრი მუდმივად იცვლება.

იმერეთში სულ ოთხი საკარანტინე ზონაა, 383 ადმიანია მოთავსებული ოთხივეში. აქედან წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმიდან დღეს 85 ადამიანს გაწერენ, რომლის შემდეგ მანდ 20 მოქალაქე დარჩება. საჩხერის სასტუმროში 62 ადამიანი იმყოფება კარანტინში, საირმეში - 208, წყალტუბოში კი – 93.
Print