კორონავირუსი
იტალიიდან სპეცრეისით ჩამოსულ არცერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
FaceBook
წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში, საკარანტინე ზონაში მყოფ არცერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
იმერეთის დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის გოჩა გიორგაძის ინფორმაციით, კარანტინში მყოფი პირები  ოჯახებს ხვალ დაუბრუნდებიან. 

,,განმეორებითმა ტესტებმა აჩვენა, რომ ეს ადამიანები არ არიან ინფიცირებულები," - აცხადებს გიორგაძე. 

წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში საკარანტინე რეჟიმში იტალიიდან სპეცრეისით ჩამოსული საქართველოს 97 მოქალაქე იმყოფებოდა. 

იმერეთის მასშტაბით სულ ოთხი საკარანტინო ზონა: წყალტუბოში, საჩხერესა და საირმეშია განთავსებული. 

ამ დროისთვის საკარანტინე პერიოდს ჯამში 432  მოქალაქე გადის.

,,თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
არცერთ მათგანს არ აღენიშნება რაიმე სახის მძიმე სომატური ნიშნები," - აცხადებს გიორგაძე.

მისივე ცნობით ასევე სტაბილურია საჩხერეში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

,,სამ მათგანს  არანაირი სიმპტომეი არ აღენიშნება, თავს კარგად გრძნობენ და მკურნალობენ. მხოლოდ მეოთხე პირს არენიშნებოდა ტემპერატურა," - ამბობს გოჩა გიორგაძე.

დაავადებათა კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთიდან დღეს  დამატებით ათი ნიმუში აიღეს და ტესტის პასუხს ხვალ ელოდებიან.

სამმართველოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე იმერეთში საკარანტნე ზონების დამატების საჭიროება არ არსებობს. 






Print