კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პირი გამოჯანმრთელდა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი განიკურნა, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ეზუგბაიას თქმით, ერთი პაციენტი გუშინ გაეწერა კლინიკიდან, ერთი კი დღეს.

"მონიტორინგს ვაწარმოებთ უკვე პირველი ეტაპის პაციენტებზე და ორ პაციენტთან ვირუსზე განმეორებითი კვლევა უარყოფითია. ერთმა უკვე დატოვა გუშინ ჩვენი დაწესებულება და მეორე დატოვებს დღეს ე.ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 3-მა პაციენტამ დატოვა ჩვენი ცენტრი",- განაცახდა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯამრთელებულ პირებს თვითიზოლაციის რეკომდაცია ეძლევთ და მათ სახლიდან 1-დან-2 კვირმდე ექიმთან ონლაინ რეჟიმში ექნებათ უთიერთობა.

საქართველოში ამ დროისთვის სამი გამოჯამრთელებული პაციენტია, კორონავირუსის დადასტურებული 54 შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2956, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 291 პირი.
Print