კორონავირუსი
იმერეთის ოთხ საკარანტინო ზონაში 425 მოქალაქეა მოთავსებული
FaceBook

იმერეთის ოთხ საკარანტინო ზონებში ამ დროისთვის 425 მოქალაქეა მოთავსებული.


იმერეთის დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის ინფორმაციით,საჩხერის სასტუმროში მოთავსებულია 42 პირი, საირმეში -188, წყალტუბოს სამხედრო სანატორუმში- 110  და წყალტუბოს პლაზაში - 85 პირი.
გოჩა გიორგაძის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ყველა მათგანს უტარდება შემოწმება.

''იმერეთის სამართველოდან 95 ანალიზია შემოწმებული და ყველა მათგანი უარყოფითია, ამ დროისთვის საირმის საკარანტინო ზონიდან ორი პირი მაღალი ტემპერატურით საავადმყოფოში გადაიყვანეს", -  აცხადებს გოჩა გიორგაძე.

მისი თქმით, მოქალაქეები კარანტინში სხვადასხვა ლოკაციიდან შევიდნენ, მათ შორის არიან თვითიზოლაციის დამრღვევი პირები და ამან გამოიწვია კარანტინში მყოფი პირების მომატება.

საქართველოში ამ დროისთვის კორნავირუსის 47 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ერთი პირი გამოჯამრთელებულია და თვითიზოლაციაში იმყოფება, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1966, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 259 პირი.

 

Print