კორონავირუსი
სამედიცინო ნიღბები, შესაძლოა, ქუთაისშიც შეიკეროს
FaceBook

სამკერვალო ფაბრიკა  „იმერი“ ერთ–ერთია იმ დაწესებულებებს შორის, სადაც  სამუშაო პროცესი არ შეჩერებულა.


საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი და ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი მაია სიმონიძე ამბობს, რომ სამკერვალო, შესაძლოა, სრულად გადავიდეს სამედიცინო ნიღბების კერვაზე, თუმცა, ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.


"სპეციალური ქსოვილია ამისთვის საჭირო, რაც ჩვენ არ გვაქვს. გარდა ამისა, მათ დამზადებას დანადგარი სჭირდება, რომელზეც, დაახლოებით ასი ცალი ჩამოდის  ერთდროულად. ჩვენ თუ დავიწყებთ შეკერვას, ეს პროცესი უნდა შესრულდეს ხელით. ამისთვის  ჯერ უნდა შევთანხმდეთ კომპანიასთან, რომელიც შესაბამის ქსოვილს მოგვაწვდის, შემდეგ დაველოდებით მთავრობის განკ
რგულებას და არ გამოვრიცხავთ, რომ ვიდრე საჭირო იქნება, სრულად გადავიდეთ ნიღბების შეკერვაზე“, – ამბობს მაია სიმონიძე.


გადაერთვება თუ არა „იმერი“ სამედიცინო ნიღბების შეკერვის პროცესზე, ეს მომავალ კვირაში გაირკვევა. მანამდე საწარმოში დასაქმებულები ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ. მაია სიმონიძე ამბობს, რომ ეს მათი სურვილია, რადგან საწარმოში ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს მიხედვით გაიცემა.  იმ შემთხვევაში თუ რომელიმე თანამშრომელი, შექმნილი ვითარების გ
ათვალისწინებით, უარს იტყვის მუშაობაზე, მათთვის გაცდენილი საათების ანაზღაურების საკითხი გარკვეული არ არის.


„ჩვენი ფაბრიკა არის გამომუშავებაზე და იცით რა დარტყმა არის ეს თანამშრომლებისთვის. ამიტომ, ჯერ არ ვიცით როგორ იქნება ეს საკითხი. შევკრიბეთ, ვკითხეთ რა განწყობა ჰქონდათ. აქვთ იმის შიში, რომ მოუწევთ გაჩერება და უნდათ მუშაობა. ჯერჯერობით ვმუშაობთ  და ველოდებით მთავრობის განკარგულებას. მუშაობის აკრძალვა სწორედ იმ მიზეზით არ შეგვხებია, რომ შესაძლოა ჩვენთან დაიწყოს პირბადეების კერვა. თუკი საგანგებო სიტუცია არ გამოცხადდება, შეიძლება სამშაბათიდან დავიწყოთ", –ამბობს მაია სიმონიძე.


საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, რამდენიმე დღეში შეიქმნა სამედიცინო ნიღბების დეფიციტი შეიქმნა. აფთიაქებში ამოწურულია ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული საშუალებების მარაგიც.

Print
თეგები: #კორონა