კორონავირუსი
იმერეთში მეოთხე საკარანტინო ზონა დაემატა
FaceBook

მეოთხე ზონა  წყალტუბოში მოეწყობა , იქ, წუხელ 60 მოქალაქე შეიყვანეს და დღეს 15 დაემატება.

ქუთაისის დაავადებათა კონტროლის იმერთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით,მოქალაქეები ბელარუსიის რეისით სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ისინი იზოლაციაში ორი კვირა დარჩებიან.

'' 115 მოქალაქეა წყალტუბოს მეორე საკარანტინო ზონაში, 192 - საირმეში, 28- საჩხერეში. სულ იმერეთში კარანტინში 410 მოქალაქეა, პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია''-. განმარტავს გოჩა გიორგიძე

მისი თქმით , კლინიკაში მაღალი ტემპერატურით გადაყვანილია ორი მოქალაქე, მათ ანალიზებს აუღებენ.

 

Print