კორონავირუსი
გერმანიაში სამუშაოდ წასული 22 ქართველი სტუდენტი საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს
FaceBook

პარტია „ლელოს“ ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ ებერსბერგში 22 ქართველ სტუდენტს დამსაქმებლებმა სამუშაო კონტრაქტები შეუჩერეს.

სტუდენტებს არ აქვთ ბილეთის ფული,  ამოეწურათ კვების თანხაც და იმყოფებიან ელემენტარული სახსრების გარეშე. სტუდენტები სამშობლოში დასაბრუნებლად საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

 

"სტუდენტებმა აღებული ხელფასი უკვე გადაიხადეს ბინის ქირაში და ახლა საკვების ყიდვასაც ვერ ახერხებენ. იმყოფებიან ფორსმაჟორულ სიტუაციაში, არ იციან როგორ მოიქცნენ.  საელჩოში უთხრეს,  რომ უნდა იპოვონ ალტერნატიული გზა. ეს გზა არის სამშობლოში დაბრუნება, თუმცა, სტუდენტებს  არ აქვთ ბილეთის თანხა, რაც 3400 ლარია. მივმართავთ ქალაქისა და ქვეყნის სახელისუფლებო ორგანოს წარმომადგენლებს და მოვუწოდებთ რეაგირებისკენ", – აცხადებენ „ლელოს“ ქუთაისის ორგანიზაციაში.

მათი ინფორმაციით, 22–ივე სტუდენტი მზადაა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სავალდებულო კარანტინი გაიაროს.


გერმანიის ქალაქ ებერსბერგში ჩარჩენილი 22 სტუდენტიდან 10 იმერეთის სხვადასხვა რაიონის, ხოლო ოთხი ქუთაისის მცხოვრებია.

Print
თეგები: #ლელო