კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსით 40 ადამიანია დაინფიცირებული
FaceBook
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტია, მათგან 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
მარინა ეზუგბაიამ თქმით, ერთ-ერთი პაციენტი 80 წელს გადაცილებულია და აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით, რამაც შეიძლება მდგომარეობის დამძიმება გამოიწვიოს.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, ქვეყანაში ინფიცირებული 40 პაციენტია, მათგან ჩვენთან 31 პაციენტი იმყოფება. 31-დან 3 პაციენტი არის პრობლემური და მათ გარკვეულწილად რისკის შემცველი გარემოებები აქვთ. ერთ-ერთი პაციენტი არის 80 წელს გადაცილებული და აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით. ასეთ შემთხვევაში შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს

და პროგნოზი გახდეს არაკეთილსაიმედო. გარდა ამ ქალბატონისა, კიდევ 2 პრობლემური პაციენტი გვყავს. მათთანაც არსებული დაავადება ერთთან არის ჰიპერტონული და მასთანაც შეიძლება დაავადების გართულება და პროგნოზულად მძიმე გამოსავალი.

მესამე მძიმე პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, მაგრამ დინამიურად გაუარესებული გვაქვს მაჩვენებელი. იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევებში ყველაფერი კარგად დამთავრდება. რაც შეეხებათ დანარჩენებს, ნაწილთან არის საშუალო სიმძიმის პნევმონიები და ნაწილთან მსუბუქი სიმძიმის. ყველასთან მიმდინარეობა სტაბილურია, არსად პროგრესირება არ შეინიშნება," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით , 80-წელზე მეტი ასაკის პაციენტი მათთვის ნაცნობი კლასტერია და ერთ-ერთ ინფიცირებულთან კონტაქტს წარმოადგენ.
Print