კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 38–მდე გაიზარდა
FaceBook

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ორი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ორი კი მკურნალობას თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ოთხივე პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ისინი აქამდე ცნობილ კლასტერს განეკუთვნებიან.

მინისტრმა დღეს ე.წ. აგრესიულ ტესტირებაზეც ისაუბრა და განცხადა, რომ ტესტირების საშუალებების ქვეყანაში შემოტანაზე შეთანხმება სავარაუდოდ, კვირის ბოლოს მიღწეული იქნება.

„კორეა არის ის ქვეყანა, რომელმაც აგრესიული ტესტირების საშუალებით მოახდინა ვირუსის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები როგორც კორეასთან, ასევე, ჩინეთის სახელმწიფოსთან და  გვაქვს დამაიმედებელი პროგნოზები, რომ კვირის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება შეთანხმება მიღწეული და მოვახდენთ მოსახლეობის ტესტირებას. ტვირთის ჩამოტანას უზრუნველყოფს ჩვენი საელჩო“,–განაცხადა ეკატერინეტიკარაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 38 ადამიანია დაინფიცირებული.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1261, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ 216 ადამიანი.

Print
თეგები: #კორონა