კორონავირუსი
საქართველოში კაფე–ბარები დროებით დაიკეტება
FaceBook
საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ  მიღებული გადაწყვეტილებით,  კაფე–ბარები და რესტორენები მომხარებლების მიღებას შეაჩერებენ.


პრემიერ–მინისტრის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, კაფე-ბარებსა და რესტორნებს ეძლევათ რეკომენდაცია, შეზღუდონ ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეების მომსახურებასთან.

მისი თქმით, მოსახლეობას ექნება საშუალება ისარგებლოს ადგილზე მიტანის სერვისით.

"საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ რეკომენდაცია მიეცეს კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს, რომ შეზღუდონ მათი მომსახურეობის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეების მომსახურებასთან. მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციონირება ე.წ. მიტანის სერვისებისთვის, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული  გადაწყვეტილებით, ციხეებს განარიდებენ იმ პატიმრებს, რომლებსაც  საეჭვო  სიმპტომები აღმოაჩნდებათ.
Print