რჩევები
საჩუქარი ბავშვებისთვის – ფსიქოლოგის რჩევები
FaceBook
ფსიქოლოგების რჩევით, ბავშვებისთვის გაკეთებული საჩუქარი აჩვენებს მათდამი თქვენს სიყვარულს და თუ როგორ აფასებთ მათ ინტერესებს.

საჩუქარი არ არის ის, რაც ბავშვმა უნდა დაიმსახუროს, მას ჩუქნით ყველანაირ მიზეზგარეშე, ე.ი. ის არ უნდა გადაიქცეს ბავშვის მანიპულირების საშუალებად, მაგ: "თუ გააკეთებ საშინაო დავალებას, გიყიდი ახალ კაბას". მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის ფსიქოლოგია ითვალისწინებს წესებისა და პირობების არსებობას, რომელთა შესრულების შემდეგ ბავშვი საჩუქრდება, მაგრამ ამან არ უნდა წაართვას მას ნამდვილი საჩუქრის არსი.

საჩუქრის არსი არ მდგომარეობას იმაში, რომ ის უბრალოდ გადასცეთ ხელიდან ხელში, რა დრისაც უნდა იგრძნობოდეს თქვენი დამოკიდებულება.

გაუკეთეთ სასიამოვნო საჩუქარი მისი გატაცებების გათვალისწინებით. გაიხსენეთ რისი გაკეთება მოსწონს ყველაზე მეტად ან კითხეთ რა უნდა, ან მასთან ერთად წადით საჩუქრის შესარჩევად, არ იყიდოთ ნივთი, შემდეგ დაბრუნდით და გაუკეთეთ სიურპრიზი. მოძებნეთ კომპრომისი: თუ გინდათ, რომ თქვენმა ბავშვმა იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით, აჩუქეთ ისეთი რამ, რაც მას დაეხმარება იყოს აქტიური და ამასთანავე გაართობს, მაგ: გაიხსენეთ, ხომ არ ამბობდა რამეს ველოსიპედის ან სკუტერის შესახებ.

საჩუქარი შეიძლება არ იყოს მატერიალურად ძვირი, მაგრამ ქონდეს დიდი ემოციური მნიშვნელობა. ეს შეიძლება იყოს რაღაც პატარა, მაგრამ ატარებდეს იდუმალ მნიშვნელობას თქვენთვის და ბავშვისთვის, მაგ: აქსესუარი, წიგნი, მონეტა – ის, რა შემდგომში თქვენს სიყვარულს გაახსენებს. ჩუქების დროს მნიშვნელოვანია აუხსნათ ასეთი საგნის სიმბოლური დატვირთვა.

მშობლების დროის უქონლობის გამო, ძვირადღირებული და ხშირი საჩუქრები დიდ სიამოვნებას არ მიანიჭებს ბავშვს. აჩუქეთ არა სიყვარულის ნიშნად, არამედ სიყვარულით.

თუ გადაწყვიტეთ აჩუქოთ ბავშვს ფული, ესეც მოაწყვეთ სიურპრიზის სახით. აუხსენით რაში შეიძლება დახარჯოს, მაგ: ცეკვის კურსებზე, ფეხბურთის ბილეთებზე ან იყიდოს ახალი ტელეფონი.
Print