რჩევები
როგორ ვიქცევით თუ ცოფიანმა ძაღლმა დაგვკბინა - ექიმის რჩევები
FaceBook
ქუთაისის კლინიკებში ცოფის საწინააღმდეგო აცრებზე ადამიანთა მომართვიანობამ იმატა.

მას შემდეგ, რაც ქალაქის ორ ქუჩაზე (ბათუმისა და თაბუკაშვილის) ძაღლში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა, სამედიცინო დაწესებულაში ასაცრელად ათობით ადამიანი მიდის.

რა გადაუდებელი სამედიცინო პროცედურების გავლაა აუცილებელი და როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუკი ცოფიანი ძაღლი დაგვკბენს? -  ამის შესახებ ქუთაისის რეფერალური კლინიკის რაბიოლოგიური კაბინეტის გამგე მალხაზ ნიკოლაიშვილი რჩევებს გვაძლევს. 

„ზოგადად, ამ პერიოდში ყოველთვის დაბალია მომართვიანობა, მაგრამ ამ თვეში ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი იყო ბათუმის ქუჩაზე, რა დროსაც ერთად 50-მდე ადამიანმა მოგვმართა. 7 იმუნოგლობულინი გაკეთდა ერთ დღეს. მომართვიანობა იყო თაბუკაშვილის ქუჩიდანაც. დღეში საშუალოდ 10-მდე პირველადი მომართვა გვაქვს, ამას ემატება შემდეგ მეორადი მომართვებიც და ჯამში 30-მდე ავდივართ“, - განმარტავს ქუთაისის რეფერალური კლინიკის რაბიოლოგიური კაბინეტის გამგე მალხაზ ნიკოლაიშვილი.

როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელიც ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა?

-  თუ მოქალაქეს ცოფიანი ძაღლი დაკბენს, დაუყონებლივ უნდა მიმართოს სტაციონარს და დაიწყოს აცრები. მკურნალობის სრული კურსი მოიცავს 5 ინექციას, რომელიც გრძელდება ერთი თვის მანძილზე, 1-3-7-14-28 დღეს. ერთი დღეც რომ ჩააგდოს ადამიანმა, მკურნალობა ჩაშლილია და ისევ ხელმეორედ ვიწყებთ აცრას. 

აუცილებელია თუ არა ყველა იმ ადამიანის აცრა, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ცოფიან ძაღლთან?


- როცა ოჯახში ძაღლში ცოფი ფიქსირდება, ვისაც ჰქონდა შეხება ძაღლთან, ყველას უნდა ჩაუტარდეს აცრები. თუ ადამიანი აცრებს დროულად დაიწყებს და არ შეწყვეტს, არანაირი საფრთხე არ შეექმნება მის ჯანმრთელობას. 

რას მოიცავს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა?

- პირველად მომართვაზე, სახელმწიფო პროგრამაში არის ცოფის ვაქცინა, იმუნოგლობულინი და ტეტანუსი. როდესაც ჭრილობა ზედაპირულია, სისხლიანი არაა, ან დადორბვლას აქვს ადგილი, მაშინ კეთდება მარტო ცოფის ვაქცინა. როდესაც ჭრილობა სისხლმდენია, კეთდება დამატებით იმუნოგლობულინი და ტეტანუსი ანატოქსინთან ერთად. სამწუხაროდ, ტეტანუსი სახელმწიფოს 2-3 თვეა არ შემოუტანია, ხალხი ძალიან წვალობს. ჩვენ რეგიონებიდანაც მოგვმართავენ, ამიტომ ამოიწურა მარაგი. 

რა გართულებები შეიძლება ახლდეს ვაქცინაციას?

- ცოფისა და ტეტანუსის ვაქცინებს რაიმე გართულება არა აქვს, არ იწვევს რეაქციებს. იმუნოგლობულინი კი კეთდება რეანიმაციაში, რეანიმატოლოგების მეთვალყურების ქვეშ. ცოტა თავისებური პრეპარატია, აქვს გართულებები: ანაფილაქსიური შოკი, სუნთქვისა და გულის გაჩერება. თუმცა, თუ ცოფის ვაქცინა ადამიანს იცავს 80%-ით, იმუნოგლობულინთან ერთად იცავს 100%-ით. თუმცა, ეს პრეპარატი პაციენტთან შეთანხმებით კეთდება. 

ცოფის პირველი შემთხვევა წელს რაჭაში დადასტურდა, შემდეგ მარტვილში. მიმდინარე თვეში კი ქუთაისსა და ხონში

Print