რჩევები
რა შემთხვევაშია ტემპერატურა ცხელება
FaceBook

თერმორეგულაცია არის ორგანიზმის მთავარი ინდიკატორი.  ის ეხმარება ადამიანს განსაზღვროს ჯანმრთელი მდგომარეობიდან პათოლოგიური პროცესის დაწყება.

 


ისიც გასათვალისწინებელია, რომ  ნორმალური ტემპერატურა ყველა ადამიანს ერთნაირ ციფრებში არა აქვს.

როგორც კლინიკა მედიქალ სიტის ინფექციონისტი ნათია შავგულიძე ამბობს, არიან ადამიანები, რომლებიც ბუნებრივ პირობებში ატარებენ 35.8 ტემპერატურას, ასევე გვხვდებიან ადამიანები, რომელთათვისაც 37,2  ნორმაა.


„მთავარია, ვიცნობდეთ ჩვენს საკუთარ ტემპერატურას და განვსაზღვროთ ასევე ტემპერატურის მაჩვენებელი, იმისდა მიხედვით თუ სად ვსინჯავთ“, - აღნიშნავს  ექიმი.

იღლიის ფოსოში გასინჯული ტემპერატურა 37.0 გრადუს ცელსიუსამდე ითვლება ნორმად. თუ შევადარებთ პირის ღრუს  - აქ 37,2 უკვე დარღვევაა და მის ზემოთ ტემპერატურის მატება ითვლება ცხელებად.


უნდა აღინიშნოს მესამე გზა  - რექტალური არე. აქ გასინჯული 37. 7 ნორმაა. შემდგომ მატება ითვლება ცხელებად, განმარტავს ნათია შავგულძე.


გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტი. ზოგჯერ შეიძლება დაფიქსირდეს ცრუ ტემპერატურის მატება. მაგალითად, ჭარბი საკვების მიღებისას, ძლიერი ფიზიკური დაძაბვის დროს, ან ქალებში ოვულაციის პერიოდში.

ამ სახით დაფიქსირებული მომატებული ტემპერატურა თავისით გაივლის.

ცხელების მიზეზი უმეტესად ინფექციური დაავადებებია. ამიტომ ცხელების მიზეზის გარკვევის პირველადი რგოლი ინფექციონისტები არიან.

Print