რჩევები
როგორ ვუშველოთ ოფლიანობას
FaceBook

ოფლდენა ორგანიზმისთვის აუცილებელი პროცესია.



სხეულმა რომ ნორმალური ტემპერატურა შეინარჩუნოს ამაში თავისი როლი ოფლის გამოყოფას უჭირავს.


ოფლის გამოყოფა არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსიკური პროდუქტები და ა.შ.


მიუხედავად სასარგებლო ფუნქციისა ზაფხულის ცხელ დღეებში ოფლის გამოდენის ფიზიოლოგიური პროცესი  თვალსაჩინო და ხშირ შემთხვევაში შემაწუხებელი ხდება.

ოფლიანობას დეოდორანტებთან ერთად სხვადასხვა საშუალებით შეიძლება ებრძოლო.


მაგალითად, დეოდორანტამდე  ეპოქაში აქტიურად იყენებდნენ პუდრს. მას არც ჩვენს ეპოქაში დაუკარგავს ეფექტურობა. ნატურალური მასალიდან დამზადებული სხეულის პუდრი დაიცავს ორგანიზმს ოფლის შემოტევიდან. გამოგადგებათ ტალკი, საჭმელი სოდა, საბავშვო ტალკი.


ზაფხულში მნიშვნელოვანია ტანსაცმლის სწორად შერჩევა. ეცადეთ, ჩაიცვათ ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი (განსაკუთრებით - საცვლები).

ოფლიანობის წინააღმდეგ სასარგებლო ინგრედიენტად მიიჩნევა ვაშლის ძმარიც. როგორც შინაგანი მიღების, ისე გარეგანი გამოყენების თვალსაზრისით. ერთი კოვზი ვაშლის ძმარი ერთ ჭიქა წყალთან შერეული ამცირებს ოფლიანობას. წყალთან შერეული ვაშლის ძმრის შეზელვა  შხაპის შემდეგ, ასევე სასარგებლოა.


მნიშვნელოვანია კვების რაციონის გაკონტროლებაც. ზაფხულში ადამიანი უნდა მოერიდოს ცხარე, მლაშე, მწარე  საკვებს.

მათ ოფლიანობის მომატებაში არც თუ მცირე როლი უკავიათ.


თუმცა ოფლისგან და მისგან გამოწვეული უსიამოვნო სუნისგან თავდაცვა მაინც ხშირ ბანაობაში მდგომარეობს.

პანდემიას ეპოქამ აჩვენა, რომ დაბანით მარტო ოფლს არ იშორებ, არამედ საშიშ დაავადებებსაც.

შესაბამისად, ხელებთან ერთად ტანის დაბანაც არ იქნება ზედმეტი.

Print