რჩევები
როგორ დავიცვათ თავი მზისგან?!
FaceBook

წელს გამორჩეულად ცხელი ზაფხულია.


 

არის დღეები, როცა ტემპერატურა 39 - 41 გრადუსამდე აიწევს. ტემპერატურის ასეთმა მატებამ გარკვეული პრობლემები შეიძლება შეუქმნას ადამიანის ორგანიზმს.


Როგორ დავიცვათ თავი მზისგან?


Მზეზე ყოფნის ყევლაზე ოპტიმალურ დროდ დილის 8- დან 11 საათამდე პერიოდი ითვლება.  ამ დროს  ხდება ულტრაიისფერი სხივების ზომიერი გამოსხივება და D ვიტამინის წარმოქმნა. მზის გულზე ყოფნა  არასასარგებლოა და სახიფათო ხდება 11-დან 18 საათის მონაკვეთში.


„11-დან -18 საათამდე მზეზე  ყოფნა არ არის სასურველი, დიდი  სიცხეც რომ არ იყოს, მაინც“, - ამბობს ექიმი-ინფექციონისტი, „მედიქალ სიტის“ სამედიცინო დირექტორის მოადგილე ნანა გონგაძე.


ამ დროს Ჩნდება მზის დაკვრისა და სითბური დაკვრის საფრთხე.


„Მზის გულზე ყოფნისას  მზის  დაკვრა, შეიძლება, 5 წუთში განვითარდეს.  დროის  ხანგრძლივობას არა აქვს მნიშვნელობა. შეიძლება, რამდენიმე წუთში მიიღოს ადამიანმა მზის დაკვრა. Სითბური დაკვრის ხიფათი კი  დახურულ სივრცეშია მოსალოდნელი, როდესაც არ ნიავდება შენობა“ , - აღნიშნავს ნანა გონგაძე.


მზე განსაკუთრებით სახიფათო ხდება გულ-სისხლძარღვთა და არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულთათვის.  Მზეს უნდა მოერიდონ  ბავშვებიც, რომლებიც მზის გულზე ხშირად უკონტროლოდ თამაშობენ, რაც მათთვისაც სახიფათო შეიძლება გახდეს.


Ზაფხულის ცხელი მზისგან თავის დასაცავად ყველაზე საიმედო გზა მზისგან „დისტანცირება“ რჩება -  კონკრეტულ საათებში Მზის გულზე მოძრაობის მაქსიმალური შეზღუდვა. თუმცა,  რადგან ამის გაკეთება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, ამიტომ ექიმი შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს.

„რაც შეიძლება დიდი რაოდენობით სითხის მიღება -  ჩვეულებრივი წყალი, სამ ლიტრამდე მაინც. ეს   დაგვიცავს გაუწყლოებისგან და სითბური დაკვრისგან. უნდა ვატაროთ ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდები, ქოლგები. ღია  ფერს აქვს  მზის სხივების არეკვლის უნარი და ჩახურებაც არ მოხდება.“, - აღნიშნავს ექიმი.

Print