რჩევები
აცრები, რომლებიც აუცილებელია - ექიმის რჩევები
FaceBook
დაავადებებისაგან თავდაცვის მიზნით პედიატრები მშობლებს ბავშვების დროულ აცრებს ურჩევენ.

პედიატრების განმარტებით, იმუნიზაცია და ვაქცინაცია პრევენციულ ღონისძიებათა სისტემას წარმოადგენს, რომელიც ზოგიერთი ინფექციური დაავადების თავიდან აცილებისა და დაავადების ზემოქმედების რისკის შემცირებისაკენაა მიმართული. ზოგიერთი დაავადებების მიმართ ხანგრძლივი იმუნიტეტის შექმნა შესაძლებელია ვაქცინაციის მეშვეობით, რომელიც თანამედროვე მედიცინაში დაავადებებისაგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტურ და ეკონომიურ საშუალებად ითვლება.

ვაქცინის შეყვანას აცრა ეწოდება. აცრის საშუალებით შეიძლება ვებრძოლოთ ისეთ მიკროორგანიზმებს როგორებიცაა, წითელა, წითურა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, როტავირუსული ინფექცია, ან ისეთ ბაქტერიებს, როგორებიცაა ტუბერკულოზი, დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსის გამომწვევევები და სხვა.

ქუთაისის პირველად ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ ამ ეტაპისთვის მომართვიანობაა, ძირითადად, გრიპის საწინააღმდეგო აცრებზეა.

"არის სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში აცრები უფასოდ სამედიცინო პერსონალს,
C ჰეპატიტიან, დიაბეტიან, მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებ პაციენტებსა და ორსულებს უკეთდებათ", - ამბობს ქუთაისის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ამცრელი მედდა, თინა დანგაძე.

მისი თქმით, საქართველოში აცრები ისეთ მწვავე ვირუსულ ინფექციაზე როგორიცაა ჩუთყვავილა, არ კეთდება, რაც თინა დანგაძის თქმით, დაუშვებელია.

"ჩუტყვავილა, რომელიც სეზონური და ფეთქებადია აუცილებლად უნდა კეთდებოდეს, მაგრამ კერძო ვაქცინა იმდენად ძვირი ღირს, ჩვენთან არ კეთდება. გეგმიურ აცრებში კი არ ზის ჯერჯერობით, მხოლოდ კერძოს თუ შეიძენს ვინმე. იგივე ხდება პაპილომა ვირუსის შემთხვევაშიც. სასურველია უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია", - განმარტავს თინა დანგაძე.

ის ამბობს, რომ ბავშვების აცრა თუკი ადრეულ ასაკში ვერ მოხდა, ის მოგვიანებითაც შეიძლება, მაგრამ მისივე თქმით, რაც უფრო ადრე ავცრით ბავშვებს იმუნიტეტი მით უფრო მყარად ჩამოუყალიბდებათ.
Print