რეგიონი
საწურბლიას მღვიმესთან ვიზიტორთა ცენტრი და ამბულატორია აშენდება
FaceBook

დაცული ტერიტორიების სააგენტო საწურბლიას მღვიმეში ვიზიტორთა ცენტრის და ტურისტული ინფრასტრუქტურის  მოწყობას იწყებს.

სამუშაობის განხორციელებისთვის სააგენტომ მიმდინარე წლის 25 მაისი 659 450 ლარის ღირებულების ტენდერი (NAT170005813) გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმანტაციის მიხედვით, წყალტუბოს რაიონის სოფელ ცხუნკურში მდებარე საწურბილას მღვიმეში ვიზიტორთა მისაღების ცენტრი, ამბულატორიული ობიექტი, გარე განათების სისიტება, მისანიშნებელი დაფები და სხვა ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს.

საწურბლიას მღვიმის მიმდებარედ, ასევე დაგეგმილია შიდა ტერიტორიის კეთილმოწყობა.

"მღვიმეში მოხდება შიდა ბილიკების კეთილმოწყობა, ასევე მოეწყობა ორი დარბაზი სადაც იქნება დასასვენებელი და აქტიური ზონა. სადაც ბავშვები აქტიურად ჩაისუნთქავენ მღვიმის ჰაერს", - აცხადებს იმერეთის მღვიმის ადმინისტრაციის დირექტორი ზაალ კვანტალიანი.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაობის შესრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში უნდა უზრუნველყოს.

სახელმწიფო შესყიდვაში განცხადებების მიღების ვადა მიმდინარე წლის 11 ივნისს იწურება.


 

 

Print