წყალტუბოს 700-მდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება
FaceBook
7 ნოემბერს,  ქალაქ წყალტუბოს  6 ქუჩის მოსახლებას ორი დღის განმავლობაში გაზმომარაგება შეუწყდება.

გაზსადენზე სარემონტო-საექსპლუატაციო გეგმიური სამუშაოების გამო, ბუნებრივი აირი მიმდინარე წლის 7 ნოემბრის  დილის 10:00 საათიდან,  9 ნოემბრის საღამოს 18:00 საათამდე,  არ მიეწოდება ქალაქ წყალტუბოში ლორთქიფანის, შევჩენკოს, ასათიანის, ხვამლის, იმერეთისა და 26 მაისის ქუჩებს.

გაზმომარაგება ასევე შეუწყდება  სოფელ წყალტუბოსა  და  ჩუნეშს.

სარემონტო სამუშაოების გამო, ორი დღის განმავლობაში ბუნებრივ აირს ჯამში 680 აბონენტი ვერ მიიღებს. 

Print