ქუთაისში "ქართული ოცნების" ოფისთან ხანძარია
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე "ქართული ოცნების" ოფისთან ხანძარია.


ადგილობრივთა ინფორმაციით,  ცეცხლი ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსის დამცავ ხის ღობეს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.

ამ წუთებში ხანძრის ლოკალიზება ხდება.

Print