ქუთაისის მერიაში სამუშაო პროცესი განახლდა
FaceBook
ადმინისტრაციულ შენობაში ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხდა

ქუთაისის მერიაში ხანძრის ლოკალიზების შემდეგ სამუშაო პროცესი განახლდა. როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, თანამშრომლები შენობაში მალევე დაბრუნდნენ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში,  პირველ სართულზე ცეცხლი ელექტროსადენებს დღის 4-ის ნახევრისთვის გაუჩნდა. 

ადგილზე მობლიზებული იყო სახანძრო სამსახური.

შენობაში თანამშრომელთა ევაკუაცია გამოცხადდა.
Print