ნიკეას ქუჩაზე წყლის მიწოდების აღდგენას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე 50 ოჯახი მეექვსე დღეა სასმელი წყლის გარეშე რჩება.

ადგილობრივები წყლის მიწოდების დროულად აღდგენას ითხოვენ.

"თითქმის ერთი კვირაა უწყლოდ ვართ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დროულად მოგვაქციონ ყურადღება,"- ამბობენ ნიკეას ქუჩის პირველი ბინა N9- ში მცხოვრებლები, რომელთაც წყალი ექვსი დღის განმავლობაში არ მიეწოდებათ.

ნიკეას ქუჩაზე მოსახლებას წყალმომარაგება მიმდინარე წლის 23 ივნისს, წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტის გამო შეეზღუდა.

ადგილობრივები არტეზიულ ჭებით სარგებლობდნენ, რომელიც მათი თქმით, სასმელად უვარგისია

ნიკეას უბანში წყლის მიწოდება 24 ივნისს განახლდა, თუმცა პირველი ბინა N 9- ში მცხოვრები 50 ოჯახი ამ დრომდე მის მოლოდინში არიან.
ადგილობრივები კვლავ არტეზიული ჭების იმედად რჩებიან.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მოსახლეობას წყალი 2016 წლის 28 ივნისს დღის ბოლომდე მიეწოდება.



Print