ვანში თაფლის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება
FaceBook
ვანში კოოპერატივი "თაფლი საჩინო" თაფლის გადამამუშავებელ საწარმოს გახსნის.

პროექტი 60 000 ლარის ინვესტიციის ფარგლებში ამოქმედდება.

ამ მიზნით კოოპერატივს ვანში ქონების ეროვნულმა სააგენტომ 674 კვ.მ. უძრავი ქონება და 5 000 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასცა.

საწარმოში, სადაც 10 ადამიანი დასაქმდება, ყოველდღიურად 4 ტონა თაფლის გადამუშავების შესაძლებლობა იქნება. ასევე, შეიქმნება 10 სამუშაო ადგილი.

ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად საწარმო 1500 ოჯახ ფუტკარს ფლობს.

"თაფლი საჩინო" 5 კოოპერატივის გაერთიანებას წარმოადგენს, სადაც მეპაიეთა რაოდენობა 51–ს შეადგენს და უახლოეს პერიოდში 70-მდე გაიზრდება.
Print