ინფოგრაფიკა
საქართველოს ავტოპარკი 2016 (ინფოგრაფიკა)
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ კვლევა ჩაატარა.

2016 წელს ქვეყანაში ავტოპარკის ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა, ხოლო 2014 წელთან შედარებით, ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა.

შს სამინისტროს კველევის თანახმად, ავტოპარკის დიდი ნაწილი 10 წელზე ძველია, თუმცა 4-6 წლიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა იზრდება.

მსუბუქი ავტომანქანების 45% სედანის ტიპისაა, თუმცა სამინისტროს ცნობით, გასულ წელს "ჰეჩბეკი" ძარის ტიპის მქონე ავტომანქანებზე უფრო მეტი მოთხოვნა იყო.

კვლევის თანახმად, 2016 წლის განმავლობაში ავტომანქანების იმპორტის მოცულობა 4,7%-ით გაიზარდა. იმპორტირებული ავტომანქანების 18% დიზელის ძრავიანია, 0,8% - აირზე მომუშავე, ხოლო ჰიბრიდების იმპორტმა 4-ჯერ მოიმატა. გასულ წელს საქართველოში 34 ელექტრომობილია იმპორტირებული.

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტმა მთელი იმპორტის 38,9% შეადგინა.

როგორია ავტოსატრანსპორტო საშუალებების განაწილება რეგიონების მიხედვით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, რა მოდელის და ფერის ავტომობილებია გავრცელებული საქართველოში, რა მარკის მანქანებს ირჩევენ ქართველი ქალები და მამაკაცები, ნახეთ ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებულ ინფოგრაფიკაში:


Print