ტყიბულის მაღაროს ადმინისტრაციამ 50 გაფიცული თანამშრომელი უფასო შვებულებაში გაუშვა
FaceBook

მაღაროში ერთი კვირაა სამუშაო პროცესი პარალიზებულია


 



ტყიბულის მაღაროში თანამშრომელთა გაფიცვა ერთი კვირაა გრძელდება. მაღაროელები ხელფასის 40%–თ მომატებას იხოვენ და მოხოვნის არდაკმაყოფილდებამდე მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ. მაღაროში უკვე ერთი კვირაა პროცესი პარალიზებულია.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ჩხაიძემ 50 თანამშრომელი უფასო შვებულებაში გაუშვა.

"დირექციამ დღეს 50 თანამშრომელი უფასო შვებულებაში გაუშვა. ყურადღებას არავინ გვაქცევს. მთელი მაღარო გაჩერებულია. დღეს იმ რამდენიმე თანამშრომელმაც, რომელიც ტექნიკურ მხარეზე აგებს პასუხს, მუშაობა შეწყვიტა",–ამბობს მაღაროს გაფიცული თანამშრომელი გია ბაბუხადია.

გაფიცულ თანამშრომლებს ამ დრომდე არ შეხვედრიათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

Print