კულტურა
მესხიშვილის თეატრის სცენაზე საფესტივალო ბოლო სპექტაკლი გაიმართება
FaceBook
მესხიშვილის თეატრში ფესტივალის თეატრალური "იმერეთი 2018"  ბოლო სპექტაკლი გაიმართება.

ხონის სახალხო თეატრი შადიმან შამანაძის "ღია შუშაბანდს" წარმოადგენს.

ეს სპექტაკლი დახურავს ფესტივალს რომელიც ორი კვირა გრძელდებოდა და 16 წარმოდგენა აჩვენა. მათ შორის პოლონეთისა და აზერბაიჯანის თეატრების სპექტაკლები.

8 ივნისს ფესტივალის დახურვსის ცერემონიალი გაიმართება, სადაც გაირკვევა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულების ვინაობა.

ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2018" ორი კვირაა მიმდინარეობს. ფესტივალი საკონკურსოა და 8 ივნისს დასრულდება. სწორედ ამ დღეს გამოავლენენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს.

ფესტივალის მხარდამჭერია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და იმერეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტები.

Print