კულტურა
ქუთაისში, თეატრალურ ფესტივალზე ორ სპექტაკლს აჩვენებენ
FaceBook
ქუთაისში, 4 ივნისს, თეატრალურ ფესტივალზე ორ სპექტაკლს წარმოადგენენ.

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი "ნაცარქექიას" აჩვენებს (რეჟისორი ლევან გაბრიჭიძე).

ჩვენება 14 საათზე გაიმართება.

მეორე სპექტაკლს წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრალური დასი წარმოადგენს. სპექტაკლი "ბოდიში რომ ცოცხალი ვარ" (რეჟისორი თამარ საღინაძე). ქუთაისის ოპერის თეატრში გაიმართება.

ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2018" ორი კვირაა მიმდინარეობს. ფესტივალი საკონკურსოა და 8 ივნისს დასრულდება. სწორედ ამ დღეს გამოავლენენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს.

ფესტივალის მხარდამჭერია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და იმერეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტები.

Print