გამჭვირვალე თვითმმართველობა
ქუთაისის ვიცე-მერების ხელფასები, პრემიები და დანამატები (ინფოგრაფიკა)
FaceBook
ქუთაისის ვიცე-მერებიდან ყველაზე მაღალი ხელფასი, პრემია და დანამატი 2014 წლის 15 ივნისიდან დღემდე ნოდარ მიქიაშვილმა მიიღო.

ამ პერიოდში ვიცე-მერებზე გაცემული შრომის ანაზღაურების შესახებ მონაცემები ქუთაისის მერიამ მოგვაწოდა.

თვითმმართველობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს პრემია არც ერთ ვიცე-მერზე არ გაცემულა, სამაგიეროდ ხელფასის 35%-ის ოდენობის თანხას ისინი ყოველთვიურად დანამატის სახით იღებენ. გასულ წელს კი დანამატის ოდენობა ხელფასის 40%-ს შეადგენდა.

ქუთაისის ვიცე-მერის, ნოდარ მიქიაშვილის ხელფასი 2100 ლარს შეადგენს, მეორე და მესამე ვიცე-მერების კი 2050 ლარს. გასულ წელს მიქიაშვილმა დანამატის სახით ყოვეთვიურად 840 ლარი, წელს კი 735 ლარი მიიღო. კონსტანტინე ქავთარაძემ კი გასულ წელს 820 ლარის დანამატი, წელს კი 717 ლარის დანამატი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 2015-2016 წლებში ქუთაისის მერს მხოლოდ 2 მოადგილე ჰყავდა, მიმდინარე წლის 1 ივნისიდან კი მესამე ვიცე-მერის შტატი დაემატა. ამ პოსტს 18 აგვისტომდე გია დალაქიშვილი იკავებდა, რომელიც გიორგი იობაშვილმა შეცვალა.

რა რაოდენობის ხელფასი, პრემია და დანამატი მიიღეს ვიცე-მერებმა 2014 წლის 15 ივნისიდან ამ დრომდე, ნახეთ ქუთაისიპოსტის მიერ მომზაადებულ ინფოგრაფიკაში:



Print