ახალი ამბები
საოლქო კომისია ქუთაისის საკრებულოს ახალ შემადგენლობას მანდატებს 6 ნოემბერს გადასცემს
FaceBook
ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისია, ქუთაისის საკრებულოს ახალ შემადგენლობას დეპუტატის მანდატებს 6 ნოემბერს გადასცემს.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოს გამარჯვებულ დეპუტატებს მანდატები არჩვნებიდან არაუგვიანეს მე-16 დღეს უნდა გადასცეს.

ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულოში უმრავლეობას "ქართული ოცნება" წარმოადგენს. პარტიას წარმომადგენლობით ორგანოში 19 დეპუტატი ეყოლება, მათგან 10 მაჟორიტარი და 9 პარტიული სიის წევრი.

4 დეპუტატი ეყოლება საკრებულოში არჩევნების შედეგად მეორე ადგილზე გასულ "ნაციონალურ მოძრაობას", ხოლო 2 მანდატი "ევროპულ საქართველოს" ერგო.

ქუთაისის საკრებულოს 25 კაციანი სია ასე გამოიყურება:

"ქართული ოცნების" მაჟორიტარები:
ავტოქარხანა - მერაბ კვიცარიძე
ძელქვიანი - ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი
კახიანოური - ელეონორა არჩაია
საფიჩხია - მარეხი ნიჟარაძე
ვაკისუბანი - მამუკა რიჟამაძე
გამარჯვება - ირაკლი შენგელია
უქიმერიონი - ამირან კოპალეიშვილი
ავტომშენებელი - იმედა საღინაძე
ქალაქ-მუზეუმი - გიორგი ჭიშვილი
ნიკეა - კახა ბოჭორიშვილი

"ქართული ოცნების" პარტიული სია:

1.ნიკოლოზ ლატარია
2. მაია სიმონიძე
3. რამაზ ჩხიკვაძე
4. ალექსანდრე ახალაძე
5.ოთარ ლორთქიფანიძე
6.ლაშა გვენეტაძე
7.ნანა კოსტავა
8.დავით წულეისკირი
9.ვლასი გარდაფხაძე

"ნაციონალურ მოძრაობის" პარტიული სია:

1.ბესიკ ბრეგაძე
2.გია უკლება
3.ვლადიმერ კლდიაშვილი
4.გრიგოლ შუშანია

"ევროპული საქართველოს" პარტიული სია:

1.დავით გოგისვანიძე
2.მერაბ მეშველიანი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების პირველი ტურის შედეგები 11 ნოემბერს უნდა გამოაქვეყნოს. საქართველოს მასშტაბით, ახალი მოწვევის საკრებულოებში პირველი სხდომა კი, ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისგან 30-ე დღეს გაიმართება.


რაც შეეხება მერის არჩევნების მეორე ტურს, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტური არჩვნების ჩატარებიდან არაუგვიანეს 25-ე დღეს უნდა გაიმართოს. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ტურის ჩატარების უკიდურესი ვადა მიმდინარე წლის 15 ნოემბერია.

Print