ახალი ამბები
ქუთაისში ყველა საარჩევნო უბნის მონაცემები დათვლილია
FaceBook
ქუთაისში 124–ივე უბნის შედეგები დათვლილია. შესაბამისი ოქმები უკვე აიტვირთა ცესკოს გვერდზე.

წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მერობის კანდიდატებს შორის "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგიჭიღვარიაა, რომელმაც ხმების 48.66% დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 27.03%–ით გავიდა,  თუმცა, შედეგების მიხედვით გიორგი ჭიღვარიამ 50%–იანი ბარიერი ვერ გადალახა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისში სავარუდოდ მეორე ტური დაინიშნება.

რაც შეეხება პარტიულ სიას, წინასწარი შედეგებით ქუთაისის საკრებულოში სამი პარტიის: "ქართული ოცნების", "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრები შევლენ. 

ასევე ცნობილია მაჟორიტარული სიის წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც ქუთაისის ათივე ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს.


Print