ახალი ამბები
იმერეთის მუნიციპალიტეტებში ამორჩეველთა ყველაზე მეტი ხმა საჩხერის მერობის კანდიდატს აქვს
FaceBook
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ამ დროისთვის საჩხერეში 57 უბნიდან მონაცემები დათვლილია 45 უბნის მიხედვით.

საჩხერეში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, ბენიამენ ფალავანდიშვილმა ხმების 89,16% მიიღო.

ცესკოს მიხედვით, იმერეთის მუნიციპალიტეტებში ამორჩეველთა ყველაზე მეტი ხმა, სწორედ, საჩხერის მერობის კანდიდატს აქვს.

მეორე ადგილზე კი "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი, ირინე გრძელიშვილი გადის, რომელსაც ამ დროისთვის ხმების 4,9% აქვს მიღებული.
საარჩვენო ადმინისტრაციის ცნობითვე, ამომრჩეველთა ხმების მაღალი რაოდენობა მიიღო "ქართული ოცნების" ვანის მერობის კანდიდატმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა. მას მხარს ამომრჩეველთა 68,79% უჭერს.

იმერეთის 11-ვე მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები ლიდერობენ.
Print