ახალი ამბები
"ბოტანიკური ბაღის ხიდის სამშენებლო ხარჯები 2 500 000 ლარამდე გაიზარდა" - თემურ ჩეჩელაშვილი
FaceBook
"ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - "მედეას" დირექტორის, თემურ ჩეჩელაშვილის თქმით, ბაღამდე მისასვლელი საფეხმავლო ხიდის სამშენებლო ხარჯები 2 500 000 ლარამდე გაიზარდა.
მისი თქმით, პროექტზე ხარჯთაღრიცხვა უკვე მომზადებულია და ბაღის ადმინისტრაცია ადგილობრივი ხელისუფლებისგან საჭირო თანხის მობილიზებას ელოდება.

"გაიზარდა თანხა. ვვარაუდობდით, რომ ორ მილიონში ჩავეტეოდით, მაგრამ როგორც მითხრეს 2 5000 000 ლარამდე ავიდა უკვე. რაც შეეხება, პროექტს, უკვე დასრულებულია და წარდგენლია ქალაქის ხელმძღვანელობასთან. ხარჯთაღრიცხვაც გამზადებულია და ახლა თანხა არის მოსაძიებელი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გვპირდებოდა მერიის დახმარებით. როცა იქნება თანხა, მერე გავა ტენდერზე", - ამბობს თემურ ჩეჩელაშვილი.

ქუთაისში, ხარების და წმინდა გიორგის ეკლესიებს შორის არსებული ტერიტორიიდან ბოტანიკურ ბაღამდე, მდინარე რიონზე საფეხმვალო ხიდის პროექტირებისთვის, ქუთაისის მერიამ 30 000 ლარიანი ტენდერი მიმდინარე წლის 2 თებერვალს გამოაცხადა, თუმცა, ტენდერი არ შედგა, რის შემდეგაც ქალაქის ხელმძღვანელობამ პროექტზე ელექტრონული შესყიდვა მეორედ გამოაცხადა და ღირებულება 45 000 ლარამდე გაზარდა.

განმეორებით ტენდერში შპს "სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრმა" 35 444 ლარად გაიმარჯვა.

საფეხმავლო ხიდმა, რომელიც მდინარე რიონზე აიგება, წმინდა გიორგისა და ხარების ეკლესიები ბოტანიკურ ბაღთან უნდა დააკავშიროს.

Print