ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ კონკურსის „წლის ბიზნესი 2016“ გამარჯვებულები გამოავლინა
FaceBook

 

ქუთაისის მერიამ "წლის ბიზნესი 2016"-ის ფარგლებში გამარჯვებული კომპანიები გამოავლინა.

კონკურში მონაწილეობა ქუთაისში მოქმედმა 46- მა სხვადასხვა კომპანიამ მიიღო. თუმცა, მერიის რჩეული მხოლოდ 15 გახდა, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ.

ნომინაციაში წლის "ქველმოქმედი", გაიმარჯვა ქუთაისის რეგიონალურმა სტომატოლოგიურმა ცენტრმა. წლის დამსაქმებელი - საზოგადოება "იმერი". ნომინაციაში ქალი მეწარმე  გაიმარჯვა შპს "გურმანის" მფლობელმა ფატი გრიგოლავამ. ნომინაციაში წლის "სტარტაპი" - ამხანაგობა "კრეპომანია".
"წლის ექსპორტიორი" - დავით ჩაფრავა​. წლის სამრეწველო კომპანია გაიმარჯვა - შპს "ექსტრა მითი".

საუკეთესო სამედიცინო კომპანია შპს "კლინიკა ლჯ" გახდა. წლის სამშენებლო კომპანიად - შპს "ტობე" დასახელდა. წლის კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება - შპს ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესი".

წლის სასტუმრო - შპს ,,ბაგრატი1003". წლის ინვესტორი- შპს ,,თეთრი ხიდი". წლის მზარდი ბიზნესი შპს ,,დიზაინკომპლექსი". წლის ტურისტული კომპანია - ,,ვანდერლენდი" ნომინაცია მერიის სპეციალური პრიზი- შპს ტელე-რადიო კომპანია ,,რიონს" ერგო. 

ადგილობრივი თვითმმართველობისგან  მადლობის სიგელები კონკურსში მონაწილე ყველა კომპანიას ერგო.  

ღონისძიება ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ინიციატივით წელს  მეორედ ჩატარდა. 


 

Print