ახალი ამბები
ქუთაისში საფეხმავლო ხიდის პროექტისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდა
FaceBook

ქუთაისში, საფეხმავლო ხიდის ასაგებად საჭირო პროექტისთვის ტენდერი მეორედ, 15 000 ლარით გაზრდილი თანხით გამოცხადდა.


45 000 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვაზე (SPA170003480), დაინტერესებული პირებისთვის, წინადადების მიღება 1 მარტს დაიწყება და ის 6 მარტამდე გაგრძელდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საფეხმავლო ხიდის სავარაუდო ზომები 380 მეტრი სიგრძის და 2 მეტრი სიგანის უნდა იყოს.

ქუთაისში, წმინდა გიორგისა და ხარების ეკლესიების ტერიტორიიდან ბოტანიკურ ბაღამდე ხიდის პროექტზე, თავდაპირველად ტენდერი, მიმდინარე წლის 2 მარტს 30 000 ლარზე გამოცხდდა. თუმცა, მაშინ ამ სახელმწიფო შესყიდვით არავინ დაინტერესებულა. ამის გამო, ქუთაისის მერიამ სახელმწიფო შესყიდვის თანხა გაზარდა.


 

Print