ახალი ამბები
ქუთაისში საფეხმავლო ხიდის პროექტისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდება
FaceBook
ქუთაისში, საფეხმავლო ხიდის ასაგებად საჭირო პროექტის შედგენისთვის გამოცხადებული 30 000 ლარიანი ტენდერით არავინ დაინტერესდა.


ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, სახელმწიფო შესყიდვას მეორედ გამოაცხადებენ, ხოლო საპროექტო ღირებულების თანხას გაზრდიან.

ქუთაისში საფეხმავლო ხიდი წმინდა გიორგისა და ხარების ეკლესიების ტერიტორიას ბოტანიკურ ბაღთან დააკავშირებს. ხიდი ფეხით მოსიარულეთათვის იქნება განკუთვნილი და ის მდინარე რიონზე აიგება.

ხიდის ასაგებად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისთვის მერიამ ტენდერი 2 თებერვალს გამოაცხადა. წინადადებების მიღების ვადა 13 თებერვალს ამოიწურა.



Print