ახალი ამბები
"გაერთიანებული ოპოზიცია" ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატად გოგი წულაიას წარადგენს
FaceBook
"გაერთიანებული ოპოზიციის" ქუთაისის #49 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი წულაია იქნება.

წულაის მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად, თბილისში, "პატრიოტთა ალიანსის" ცენტრალურ ოფისში დღეს წარადგენენ.

გოგი წულაია "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების იმედი აქვს.

"კენჭს ვიყრი უბანში, სადაც გავიზარდე და დღემდე ვცხოვრობ. მხარდაჭერის იმედი მაქვს, რადგან მოსახლეობის პრობლემებს სულ ვისმენ და ვცდილობ მათ დახმარებას," - აცხადებს წულაია.

იგი პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელია.

წულაია მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატის მოსაპოვებლად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "გაერთიანებული ოპოზიციის" სახელით იბრძოლებს.

"გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკში ექვსი პარტია - დავით თარხან-მოურავის "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", კონსტანტინე გამსახურდიას "თავისუფლება", კახა კუკავას "თავისუფალი საქართველო", აკაკი ასათიანის "საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი", გოჩა ჯოჯუას "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" და გია ბერძენიძის "ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" გაერთიანდება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.



Print