ახალი ამბები
ხონში ოკაცეს ჩანჩქერთან მისასვლელი გზა კეთდება
FaceBook
სოფელ კინჩხაში, მდინარე ოკაცეზე არსებულ ჩანჩქერამდე მისასვლელი გზა მოწესრიგდება. შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

დაგეგმილია გზის კილომეტრნახევრიანი მონაკვეთის ასფალტო-ბეტონის საფარით მოპირკეთება, რომელსაც შპს "ჯ და ჯ" 1 411 000 ლარად ახორციელებს.

სამუშაოები საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში უკვე აშენდა ხიდი.

გზის მოასფალტება აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს.

Print