ახალი ამბები
სამტრედიაში ორი წლის წინ დაზიანებული ხიდი ახლა გაიხსნა
FaceBook
ხიდის რეაბილიტაციისთვის 900 000 ლარი დაიხარჯა. 


სამტრედიის მუნიციპალიტეტში ტოლები–ბუღნარას ხიდი, რომელიც სტიქიის შედეგად ორი წლის წინ დაზიანდა ახლა გაიხსნა.
ორი სოფლის დამაკვშირებელი ხიდის რეაბილიტაციისთვის 900 000 ლარი დაიხარჯა. რომელიც სამტრედიის ადგილობრივმა თვითმმართველობამ რეგიონალური განვითარების ფონდიდან მიიღო. ხიდის სიგრძე 33 მეტრია.

ახალი ხიდი ფოტოგამოფენით დღეს საზეიმოდ მოხდა, რომელსაც იმერეთის გუბერნიის პირველ პირებთან და სამტერდიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი დაესწრნენ.


Print