ახალი ამბები
"შევასრულე საარჩევნო დაპირება" - საჩხერის სოფელში საფეხმავლო ხიდი აღადგინეს
FaceBook
"დაპირება ამ პიროვნებას მივეცი, რომ ხიდს გავაკეთებდი და ბავშვები თავისუფლად შეძლებდნენ სკოლაში სიარულს," - ამბობს გამგებელი.


საჩხერეში სოფელ ჭალოვანში საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მალხაზ ბაზაძე ამბობს, რომ საარჩევნო დაპირება შეასრულა. მისივე ინფორმაციით, ხიდის რეაბილიტაციის პირობა სოფელ ჭალოვანში მცხოვრებ ოჯახს მისცა, რომლის ერთ-ერთი წევრი შშმ პირია და სკოლაში ავარიული ხიდის გამო ვერ დადიოდა.

"ეს იყო ჩემი ერთადერთი დაპირება, დაწყებული საარჩევნო კამპანიიდან დღემდე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ამ პიროვნებას მივეცი, რომ ამ ხიდს გავაკეთებდი და ბავშვები თავისუფლად შეძლებდნენ სკოლაში სიარულს," - აღნიშნავს საჩხერის გამგებელი, მალხაზ ბაზაძე.

ხიდის რეაბლიტაციაზე მუნიციპლაიტეტმა ტენდერი მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება 29 985 ლარს შეადგენდა. თუმცა, გამარჯვებულმა კომპანიამ შპს "გაბიონი 2000" სამუშაოების შესრულებაში 28 899 ლარი მოითხოვა.



სოფელ ჭალოვანის საფეხმავლო ხიდი რეაბილიტაციამდე
Print