ახალი ამბები
ზესტაფონში უაქციზო სასმელის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
FaceBook

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე, ერთი მეწარმე დააკავეს .


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ზესტაფონში მდებარე სავაჭრო ობიექტზე ინახავდა და რეალიზაციას უკეთებდა სხვადასხვა დასახელების, უცხოური წარმოების ალკოჰოლურ სასმელს შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე.

ამოღებულია 66 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე.

Print