ახალი ამბები
იმერეთში ავტომანქანის მაგნიტოფონების მარკის გაყალბებისთვის ერთი პირი დააკავეს
FaceBook

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, იმერეთში,  ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი,  სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენების ბრალდებით დააკვეს.


როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულმა დაბალი ხარისხის, არაბრენდირებულ მაგნიტოფონებს  „SONY“-ს სასაქონლო ნიშანი დაადო, რაც მათ ადვილად გაყიდვას ისახავდა მიზნად.

კომპანიის დირექტორმა ფალსიფიცირებული მაგნიტოფონების რეალიზაციაც მოახერხა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულია 39 ერთეული კონტრაფაქციული ტექნიკა.


გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს  196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით  თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

Print
თეგები: #დაკავება