ახალი ამბები
ქუთაისში მოსკოვის თეატრი სპექტაკლს გამართავს
FaceBook

19-20 ოქტომბერს ქუთაისში  მოსკოვის თეატრი,,ნიკიტკის კარიბჭესთან" სპექტაკლს გამართავს.



მოსკოვურ დასს მასპინძლობას მესხიშვილის თეატრი გაუწევს. 

19 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი ,,ჩვენი ეზოს სიმღერები".


როგორც ავტორები აღნიშნავენ  "ჩვენი ეზოს სიმღერებში", მაყურებელი არა მხოლოდ უყურებს და უსმენს, არამედ მთლიანად ჩართულია მოქმედებაში და სიამოვნებით მღერის და ცეკვავს მსახიობებთან ერთად.

დასაწყისი 19 საათზე.

Print