ახალი ამბები
ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალგაზრდული თეატრი აშენდება
FaceBook
ქუთაისში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალგაზრდული თეატრი აშენდება. თეატრი 80 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ის არის, რომ  მაყურებლისთვის განკუთვნილი სავარძლები უნდა იყოს მოძრავი.

ინფრასტრუქტურა  500 კვ.მ ტერიტორიას მოიცავს. 

თეატრის შენობაში უნდა  მოეწყოს საგრიმიორო ოთახებიც. 

თეატრის სამუშაოების პროექტირებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარი მოხმარდება. 

Print