ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი კვირის მანძილზე დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში და იმერეთში 16 აგვისტომდე უნალექო, ცხელი ამინდები შენარჩუნდება, დროგამოშვებით დაუბერავს აღმოსავლეთ მართულების ქარი.

"ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კვირის მანძილზე 37 გრადუსი იქნება, 14- 15 აგვისტოს მთიან რაიონებში 36 გრადუსი შენაჩუნდება'', - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.


კვირის ბოლოდან დასავლეთ საქართველოში და მათ შორის, იმერეთში ტემპერატურა  დაიკლებს, დაუბერავს დასავლეთ მიმართულების ქარი.
Print