ახალი ამბები
ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში შადრევნის აღდგენას ითხოვენ (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარაძის სკვერში შადრევანის აღდგენას ითხოვენ.

ამ  სკვერში არც შადრევანი მუშაობს და სასმელი წყალიც წლებია აღარ მოდის. ადგილობრივების თქმით, ბავშვები ხშირად უწყლო შადრევანში ძვრებიან, რაც საფრთხისშემცველია.


ე.წ. სოკო შადრევანი


"აქციებს, რომ მართავენ, აქცია აქ არის გასამართი. ქვეყნის ტურისტები ჩამოდიან და ორმოს უყურებენ, სირცხვილია არ არის ეს?", - ამბობს ბაღის ერთ-ერთი დამსვენებელი. 

"ზაფხულის ცხელ დღეებში ფანტანი გაგრილების კარგი საშუალებაა და წესით ჩართული უნდა იყოს, თან სილამაზეც იქნება მეტი", - ამბობს ტურისტი პორტუგალიიდან ლეონორ რეგო.  

სკვერის მფლობელი, კახა კუხინიძე მიზეზად სისტემის დაზიანებას ასახელებს და ამაში ბრალს მოსახლეობას დებს.

"რა ვქნა ვერ ვინარჩუნებ, შესაძლებელია აღვადგინო და მეორე დღეს ისევ დაზიანდეს. აღდგენის პროცესიც დაწყებულია, მაგრამ მე ვერ გამოვრიცხავ, რომ თუ აღვადგენ და ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნება არის ფინანსურად და აღდგენის შემდგომ შეიძლება ერთ კვირაში იგივე განმეორდეს", - ამბობს კახა კუხიანიძე.
Print