ახალი ამბები
უცხო ენის გამოცდაზე ქუთაისიდან ორი დაგვიანება დაფიქსირდა
FaceBook
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, უცხო ენების გამოცდაზე ორი დაგვიანება დაფიქსირდა, ორივე ქუთაისიდან.

ამის შესახებ მან, მიმდინარე წლის 8 ივლისს, ქუთაისის საგამოცდო ცენტრში სტუმრობისას ისაუბრა.

"უცხო ენების სესიაზე დილით აბიტურიენტების 95% გამოცხადდა. გვაქვს ორი დაგვიანება, ორივე ქუთაისის ცენტრიდან, სამწუხაროდ", - ამბობს სოფო გორგოძე.

სოფო გორგოძის თქმით, გამოცდები ქუთაისის ყველა საგამოცდო ცენტრში წესების შესაბამისად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქუთაისში 1-ელ, 23-ე და 41 საჯარო სკოლებში მიმდინარეობს. 


Print