ახალი ამბები
მამაკაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, ცეცხლი განზრახ გააჩინა, გარდაიცვალა
FaceBook
მამაკაცი, რომელმაც  სავარაუდოდ, 18 ივნისს,  ქუთაისში, საცხოვრებელ  ბინაში,  ხანძარი გააჩინა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
იგი ქუთაისიდან ძლიერი დამწვრობით შემთხვევის დღესვე  თბილისში გადაიყვანეს.

დამწვრობის შედეგადად ასევე გარდაიცვალა 33 წლის ქალი, რომელიც აფეთქების დროს დაშავდა. მძიმეა ხანძრის  გაჩენაში ეჭვმიტანილის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. 


მომხდარზე გამოძიება სსკ-ს მე- 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

18 ივნისის დილას, ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოყვა.

მომხდარის შედეგად მთლიანადაა განადგურებული ოთხსართულიანი კორპუსი.

ადგილობრივები იხსენებენ, რომ დაახლოებით დილის 5 საათზე ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონეს, გარეთ გამოსულებს  კი კორპუსის მეორე სართულზე ცეცხლი დახვდათ.

მათი  თქმით, აფეთქებასა და ხანძარს წინ ხმაური უძღოდა, რომელიც   მეორე სართულის ბინიდან გამოდიოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ბინაში, სადაც მამიდას და ძმისშვილს ეძინათ,  ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, ბენზინი შეიტანა და ცეცხლი განზრახ გააჩინა.

ადგილობრივთა თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი  გამთენიისას ბათუმიდან  სამარშუტო ტაქსით დაბრუნდა, ბინიდან ხმაური კი სწორედ მისი მისვლის შემდეგ ისმოდა.

ოჯახის წევრებს, სავარაუდოდ, ქონებრივი დავა აქვთ.


ავტომშენებლის #14-ში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ოჯახებს, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, ქუთაისის მერია დროებითი საცხოვრებლითუზრუნველყოფს.
Print